სპორტკომპლექს „არენაში“ ბადმინტონის ჩემპიონატი გაიმართა
სპორტკომპლექს „არენაში“ ბადმინტონის ჩემპიონატი გაიმართა. გამარჯვებულები ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ. საუკეთესო შედეგი დანიელ ვაგარ შაკიანმა აჩვენა და ჩემპიონი გახდა როგორც ინდივიდუალურ ასპარეზობაში, ასევე წყვილებსა და შერეულ წყვილებში. შეჯიბრება საქართველოს ბადმინტონის ფედერაციისა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.
