ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია დაადგინოს და თქვას, თუ ვინ ააფეთქა რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“
ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია დაადგინოს და თქვას, თუ ვინ ააფეთქა რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“. დონალდ ტრამპის თქმით, გაზსადენების აფეთქების საქმეზე დამნაშავეების გამოსავლენად დიდი გამოძიების ჩატარება საჭირო არ არის, რადგან მოიძებნებიან ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, ვინ იდგა აფეთქების უკან. ამასთან, მან გაზსადენების აფეთქებაში რუსეთის ბრალეულობა ირიბად უარყო.
