ამერიკის შეერთებული შტატები სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოტენციურად საშიში ვირუსების კვლევას აღარ დააფინანსებს
ამერიკის შეერთებული შტატები სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოტენციურად საშიში ვირუსების კვლევას აღარ დააფინანსებს. შესაბამის განკარგულებას ხელი დონალდ ტრამპმა მოაწერა. საქმე ეხება კოვიდ 19-ის მსგავს ვირუსებს. თეთრი სახლის პრესრელიზში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის განკარგულება პოტენციური ბიოლოგიური საფრთხისგან ამერიკელების დაცვას ემსახურება.
