ომში მყოფ უკრაინაში ერთ წელიწადში მკვეთრად გაიზარდა მილიონერების რაოდენობა
ომში მყოფ უკრაინაში ერთ წელიწადში მკვეთრად გაიზარდა მილიონერების რაოდენობა. სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის ცნობით, მილიონერ მოქალაქეთა რიცხვი 2024 წელს 6 ათას 600 ით გაიზარდა. საერთო ჯამში კი, მილიონერი უკრაინელების რაოდენობამ 17 ათასს მიაღწია. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ყველაზე მდიდარი უკრაინელები, რომელთა ქონებაც რამდენიმე ასეული მილიონითაა შეფასებული, კიევის, დნეპროპეტროვსკისა და ლვოვის ოლქებში ცხოვრობენ.
