ლატვიის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების დირექტორი ადგილობრივ მედიასთან აცხადებს, რომ სანამ რუსეთი უკრაინაში ომს აწარმოებს, ლატვიის საზღვრებთან სიმშვიდე იქნება
ლატვიის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების დირექტორი ადგილობრივ მედიასთან აცხადებს, რომ სანამ რუსეთი უკრაინაში ომს აწარმოებს, ლატვიის საზღვრებთან სიმშვიდე იქნება. კრეკისის თქმით, თუ უკრაინაში ომი რუსეთის სასარგებლოდ დასრულდება, ან კონფლიქტი გაიყინება, სიტუაცია საზღვრებთან უარესობისკენ შეიცვლება, რადგან, დაზვერვისა და უსაფრთხოების დირექტორი ამბობს, რომ რუსი ჯარისკაცები დისლოკაციის ადგილებს, მათ შორის, ლატვიის საზღვართან დაბრუნდებიან.
