ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საერთაშორისო მედია ჰოლდინგთან ერთად, ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საერთაშორისო მედია ჰოლდინგთან ერთად, ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა გამოცემამ საქართველოს შესახებ ონლაინ პლატფორმებზე სტატიები მოამზადა. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში ეცნობიან. კამპანიის ფარგლებში, პირველი სტატია ვოგის ონლაინ გვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. აღწერილია საქართველოს ბუნება, კულინარია და ტურისტული ადგილები.
