შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა აპრილში უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა აპრილში უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევა. უწყების ცნობით, ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იძულების წესით გააძევეს. ესენი არიან ჩინეთის, ბანგლადეშის, ინდოეთის, იორდანიის, რუსეთის, თურქეთის, ირანის, ისრაელის, ტაჯიკეთის, ნიგერიის, ნეპალის, პაკისტანის, თურქმენეთის, ეგვიპტის, ფილიპინების, შრი-ლანკის, ლიბანის, საუდის არაბეთის, აზერბაიჯანის, სლოვაკეთის, ყაზახეთის მოქალაქეები. მათ კანონის შესაბამისად ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. ღონისძიება ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება.
