შინაგან საქმეთა მინისტრმა, პირველმა მოადგილესთან ერთად, ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, პირველმა მოადგილესთან ერთად, ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. ვახტანგ გომელაურმა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე უწყების პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ რეგიონში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. ვახტანგ გომელაურმა დეპარტამენტის წარმომადგენლებს რეგიონში ტურისტებისა და ადგილობრივი დამსვენებლებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი დავალებები მისცა.
