იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გარდაცვლილი პატიმრის საქმესთან დაკავშირებით, ვიდეო მასალას ასაჯაროებს
იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გარდაცვლილი პატიმრის საქმესთან დაკავშირებით, ვიდეო მასალას ასაჯაროებს. უწყების ცნობით, ვიდეო მასალა თარიღებისა და საათების მიხედვით ასახავს რეალობას, რომ ბრალდებულის მიმართ ზემოქმედების ან ძალადობის ფაქტი არ ყოფილა. სამინისტრო განმარტავს, რომ 14 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით სრული ვიდეო ჩანაწერი, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულია გამოძიების მიერ და ასევე ხელმისაწვდომი იყო გარდაცვლილი პატიმრის უფლებადამცველისთვის. გამოძიებას იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს. უწყება კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას პატიმრის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს.
