პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს
პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს. გიორგი კაკაურიძემ კომიტეტს საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში წარუდგინა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. გიორგი კაკაურიძე ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციასაც გამოეხმაურა. განმარტა, რომ პირველ კვარტალში 102 პროცენტით შესრულდა გეგმა, საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბა სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის შესრულებამაც.
