პრემიერ მინისტრმა ხუთ რეგიონში ახალი რწმუნებულები დანიშნა
პრემიერ მინისტრმა ხუთ რეგიონში ახალი რწმუნებულები დანიშნა. სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა მცხეთა-მთიანეთში ალექსანდრე ზაგაშვილმა, შიდა ქართლში სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში ზაალ გელაშვილმა, გურიაში გიორგი ღურჭუმელიძემ, ხოლო ქვემო ქართლში - ლევან ხარაბაძემ დაიკავეს. მთავრობის მეთაური ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულებს რეგიონული განვითარების მინისტრთან ერთად შეხვდა. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა რეგიონების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ პროექტების ეფექტიანად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებს ჰყავდეთ გამოცდილებით, პროფესიონალიზმით და კეთილსინდისიერებით გამორჩეული ხელმძღვანელები.
