კანადაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ, მხატვრული მოცურავე მარიამ ალავიძე სამშობლოში დაბრუნდა
კანადაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ, მხატვრული მოცურავე მარიამ ალავიძე სამშობლოში დაბრუნდა. ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიო თასზე თავისუფალი სოლო პროგრამა შეასრულა და მეორე ადგილზე გავიდა. 18 წლის ალავიძე პირველი ქართველია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის სახელით აღნიშნულ ტურნირზე მედლის მოპოვება შეძლო.
