საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება
საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. ტურნირისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებას სპორტის მინისტრი დაესწრო. ისტორიაში პირველად ჩვენი ქვეყნის კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრები პლანეტის პირველობაზე ცხრა სპორტსმენით იასპარეზებს და ისინი ქვეყნის ღირსებას 9 წონით კატეგორიაში დაიცავენ. მსოფლიოს პირველობა ტოკიოში 30 მაისს დაიწყება.
