კანადის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპთან შესახვედრად შეერთებულ შტატებში ჩაფრინდა
კანადის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპთან შესახვედრად შეერთებულ შტატებში ჩაფრინდა. მარკ კერნი ვაშინგტონს შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის სავაჭრო ომისა და ტრამპის მხრიდან ქვეყნის 51-ე შტატად ქცევის მუქარის ფონზე ეწვია. თეთრი სახლის მასპინძელთან შეხვედრისა და მოლაპარაკების მთავარი საკითხებიც სწორედ ეს თემები იქნება.
