ბენ გურიონის აეროპორტზე ჰუსიტების მიერ კვირას მიტანილი სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელმა იემენის საპორტო ქალაქი დაბომბა
ბენ გურიონის აეროპორტზე ჰუსიტების მიერ კვირას მიტანილი სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელმა იემენის საპორტო ქალაქი დაბომბა. გავრცელებული ცნობით, სარაკეტო იერიშები ვაშინგტონთან იყო კოორდინირებული. საპასუხო სამხედრო ოპერაციას პრემიერ-მინისტრი ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბიდან პირადად ხელმძღვანელობდა.
