კახეთის პოლიციამ 4 ნარკორეალიზატორი დააკავა - ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების ასევე, ამავე დეპარტამენტის სიღნაღის, გურჯაანის და ახმეტის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ნარკოტიკული საშუალებები არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე ვ.ა. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული შ.ჭ., 1969 წელს დაბადებული ვ.ღ. და 1990 წელს დაბადებული ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.ი. დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
