ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეგობარი აქტის სახელით ცნობილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა - წინააღმდეგი იყო 42 კონგრესმენი.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეგობარი აქტის სახელით ცნობილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 42 კონგრესმენი. კენჭისყრამდე კანონპროექტის ავტორმა, ჯო უილსონმა 26 ოქტომბერს, ხმათა უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას არალეგიტიმური უწოდა; კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა კონგრესმენი ვორენ დევიდსონი. თქვა, რომ პროექტი არასწორი მიმართულებითაა შემუშავებული და კოლეგებს მოუწოდა მხარი არ დაეჭირათ.
