სოციალურ ქსელში ვრცელდება დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლი,ს „ლიბერტეს“ ჩანაწერის ნაწყვეტი, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია
სოციალურ ქსელში ვრცელდება დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლი,ს „ლიბერტეს“ ჩანაწერის ნაწყვეტი, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. უცენზურო გამონათქვამები, ლგბტ პროპაგანდა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა - გამოქვეყნებული ვიდეო ერთი წუთი და ექვსი წამია. ნატუკა კახიძის, მაგდა ლებანიძის, სანდრო სამხარაძისა და გაგა შიშინაშვილის მონაწილეობით დადგმა სამეფო უბნის თეატრის სცენაზეა წარმოდგენილი. პარალელურად, გავრცელდა კიდევ ერთი მასალა, ვიდეო ჩანაწერის სახით. უცენზურო და მძიმე შინაარსის გამო, ქრონიკა ამ ფრაგმენტებს წინასწარი გაფრთხილებით გთავაზობთ.