სოციალურ ქსელში დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლიდან “ ლიბერტე “ აუდიო ნაწყვეტი გავრცელდა - შინაარსმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია
სოციალურ ქსელში დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლიდან “ ლიბერტე “ აუდიო ნაწყვეტი გავრცელდა. შინაარსმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია უცენზურო გამონათქვამების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ პროპაგანდის გამო. სამეფო უბნის აფიშის მიხედვით ნატუკა კახიძის, მაგდა ლებანიძის, სანდრო სამხარაძისა და გაგა შიშინაშვილის მონაწილეობით ეს დადგმა 140 წუთიანია. გავრცელებული აუდიო მასალა წუთი და 6 წამია. პარალელურად გავრცელდა კიდევ ერთი მასალა ვიდეო ჩანაწერის სახით , უცენზურო და მძიმე შინაარსის გამო ქრონიკა ამ ფრაგმენტებს წინასწარი გაფრთხილებით გთავაზობთ.