საქართველოს კულტურის სამინისტრომ “ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის” კოლექციისთვის, უნიკალური ქართული ხელნაწერი შეიძინა
საქართველოს კულტურის სამინისტრომ “ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის” კოლექციისთვის, უნიკალური ქართული ხელნაწერი შეიძინა. ძვირფასი მანუსკრიპტი მე-18 საუკუნეშია შესრულებული, მას „იამბიკონი და იკოსნი წმიდისა ღმრთისმშობლისანი“ ეწოდება. კულტურის სამინისტროს მიერ შეძენილი წიგნის მინაწერებში მოხსენიებულია მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურა ნიკო დადიანი და წმინდანად შერაცხული, იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე. საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ხელნაწერის ნახვა ხელოვნების სასახლეში იქნება შესაძლებელი.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
