ის, რაც საქართველოსთვის იკრძალება, ევროპაში სულ უფრო მწვავედ დგება დღის წესრიგში
ის, რაც საქართველოსთვის იკრძალება, ევროპაში სულ უფრო მწვავედ დგება დღის წესრიგში. გამჭვირვალობის საჭიროებას ამჯერად, ევროპის სახალხო პარტია აღიარებს - პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ანალოგიური სტანდარტის გამო თავს ესხმის, შესაბამის კანონს კი რუსულს უწოდებს. ევროპარლამენტის უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისა და საქმიანობის გამჭვირვალობას ითხოვს.
