მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებას
მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებას ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებულის გამოცემაზე ერთობლივი მუშაობის შესახებ. პირველი ტომის გამოცემა 2026 წლის აპრილში, ივანე ჯავახიშვილის დაბადების 150 წლისთავისათვის არის დაგეგმილი
