აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან შეხვედრებს განაგრძობს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან შეხვედრებს განაგრძობს. მთავრობის თავმჯდომარემ მორიგი შეხვედრა ქუთაისში, სამედიცინო ცენტრ „დიომედი პლუსში“-ში გამართა, სადაც დაწესებულების პერსონალს პოლიკლინიკების რებრენდინგის შესახებ გეგმები გააცნო. ასევე ექიმებს „დიომედის“ კლინიკების ახალი დირექტორი ნათია ფარცვანია წარუდგინა. ლევან მგალობლიშვილმა კლინიკის ღვაწლმოსილი ექიმი ნინო ქასრაშვილი, მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
