გლდანის რაიონის გამგეობა III მიკრორაიონში დაახლოებით, 1 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს
გლდანის რაიონის გამგეობა III მიკრორაიონში დაახლოებით, 1 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს. მოხდა ტერიტორიაზე არსებული უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი , მათ ადგილას კი მრავალფუნქციური სივრცე ეწყობა. უკვე მოეწყო მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ღია სივრცის მაგიდის ჩოგბურთი. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ამჟამად კი ტარდება გამწვანების სამუშაოები. სამუშაოებზე გამგეობის ბიუჯეტიდან 369 000 ლარამდე დაიხარჯება.
