ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრი გაიხსნა
ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრი გაიხსნა. ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ჩამოწოლილი მეწყერის გამო 30-მდე სოფელი იყო გარე სამყაროს მოწყვეტილი. გამთენიისას მეწყერის ჩამოწოლის დროს გზაზე ავტომობილი გადაადგილდებოდა, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებოდა. მეწყერმა ავტომობილი გაიტაცა, თუმცა მგზავრებმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრეს. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი თვითმმართველობისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
