ტრამპის ადმინისტრაციამ ლგბტ თემის ჯანდაცვის კვლევის მიმართულებით, 800 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტები გააუქმა
ტრამპის ადმინისტრაციამ ლგბტ თემის ჯანდაცვის კვლევის მიმართულებით, 800 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტები გააუქმა. "ნიუ იორკ თაიმსის" ინფორმაციით, შეერთებული შტატების ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტში ჯამში, 669 გრანტის დაფინანსება შეწყდა და აქედან ნახევარი სწორედ ლგბტ პირთა სპეციფიური სამედიცინო საჭიროებების კვლევებზე იყო მიმართული. ამერიკის ჯანდაცვის ორგანომ კვლევებზე მომუშავე მეცნიერებს განუმარტა, რომ აღნიშნული პრობლემები სააგენტოსთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს.