ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაორმაგებას გეგმავს
ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაორმაგებას გეგმავს. თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი მიიჩნევს, რომ უკრაინას ევროკავშირმა გაცილებით მეტი იარაღი უნდა მიაწოდოს იმ შემთხვევაში თუ ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს ომის დასრულებაში ვერ დაარწმუნებს. ევროკომისარი მიიჩნევს, რომ ბრიუსელისა და ვაშინგტონის მიერ კიევისთვის მიცემული ათობით მილიარდი დოლარი, უკრაინის სამხედრო წარმოებას უნდა მოხმარდეს.
