სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი ვოლოდიმირ ზელენსკის ომის გახანგრძლივებაში ადანაშაულებს
სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი ვოლოდიმირ ზელენსკის ომის გახანგრძლივებაში ადანაშაულებს. რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ ზელენსკიმ ამერიკასთან ძვირფას წიაღისეულზე შეთანხმება სწორედ ამ მიზნით გააფორმა. სლოვაკეთის პრემიერი ამბობს, რომ მან ფაქტობრივად ომი იყიდა და ამ შეთანხმებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის სამშვიდობო ძალისხმევის შეჩერება სცადა.
