დონალდ ტრამპის თქმით, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მთლიანად დაპყრობის სურვილი უნდა დათმოს
დონალდ ტრამპის თქმით, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მთლიანად დაპყრობის სურვილი უნდა დათმოს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი შუამდგომლობის გარეშე, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის მთელი ტერიტორიის აღების მიზნით გააგრძელებდა ბრძოლას. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ევროპელმა ლიდერებმა მას უკვე არაერთხელ სთხოვეს ვლადიმერ პუტინთან დარეკვა.
