პროექტის ,,ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის მეექვსე საჯარო სკოლაში ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
პროექტის ,,ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის მეექვსე საჯარო სკოლაში ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სამხედროებმა მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ქართული ჯარის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარეს. გააცნეს ახალი კოდექსიც. მოსწავლეებში განსაკუთრებული ინტერესი კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა, ტერიტორიულმა რეზერვმა და ეროვნული გმირების შესახებ ისტორიებმა გამოიწვია.
