შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი ნარკორეალიზატორი დააკავა. ერთი იორდანიის მოქალაქეა. მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა. ამოღებულია „ჰეროინი“ და „მარიხუანა“ .
