მე-18 საუკუნის უნიკალური ქართული ხელნაწერი ხელოვნების სასახლეშია
მე-18 საუკუნის უნიკალური ქართული ხელნაწერი ხელოვნების სასახლეშია. ის კულტურის სამინისტრომ შეიძინა. ხელნაწერს „იამბიკონი და იკოსნი წმიდისა ღმრთისმშობლისანი“ ეწოდება. წიგნი ნიკო დადიანის კუთვნილია, რაც მინაწერშია აღნიშნული. მასში მოხსენიებულია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული გაბრიელ ქიქოძე, ასევე ხელნაწერის ისტორიულ მნიშვნელობასთან ერთად, დიდია მისი მხატვრული ღირებულება, იამბიკონის თითქმის ყველა გვერდი სინგურით შესრულებული საზედაო ასოებითაა გაფორმებული, რაც წიგნს ქართული კალიგრაფიული ხელოვნების განსაკუთრებულ ძეგლად წარმოაჩენს.
