სპეციალური პენიტენციური სამსახური, პატიმრის გარდაცვალებაზე სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება
სპეციალური პენიტენციური სამსახური, პატიმრის გარდაცვალებაზე სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება. წერენ, რომ პატიმრის გარდაცვალების ფაქტით მანიპულირება, ადამიანური ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგი მაგალითია. სამსახური განმარტავს რომ რაიმე სახის საჩივარი ბრალდებულის უფლებების დარღვევის შესახებ არ არსებობს და ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი არ ფიქსირდება. პენიტენციური სამსახური აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებოდა გარდაცვლილის ოჯახთან და სახალხო დამცველთან. პატიმარი საავადმყოფოში ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიყვანეს.
