პოლიტიკოს ინფორმაციით, ევროპულმა კომისიამ შიდა დისციპლინური გამოძიება დაიწყო ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ესტონელი ჰენრიკ ჰოლოლეის მიმართ ინტერესთა კონფლიქტის, გამჭვირვალობის დარღვევისა და ძვირადღირებული საჩუქრების მიღების გამო
პოლიტიკოს ინფორმაციით, ევროპულმა კომისიამ შიდა დისციპლინური გამოძიება დაიწყო ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ესტონელი ჰენრიკ ჰოლოლეის მიმართ ინტერესთა კონფლიქტის, გამჭვირვალობის დარღვევისა და ძვირადღირებული საჩუქრების მიღების გამო. შიდა მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხუთი თვის წინ პროკურატურამ ესტონელი პოლიტიკოსის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირის მთავარი დიპლომატის, კაია კალასის მამის მთავრობაში მუშაობდა, კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მანამდე ფრანგულმა გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ჰოლოლეი კატარს, მისთვის და მისი უახლოესი წრისთვის საჩუქრების, მათ შორის დოჰაში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრების სანაცვლოდ, მსხვილი საავიაციო გარიგების შესახებ კონფიდენციალურ მასალებს აწვდიდა. ევროკომისიაში ვარაუდობენ, რომ ესტონელმა პოლიტიკოსმა კომისიის ოთხი მუხლი დაარღვია.
