განათლების კომიტეტმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები განიხილა
განათლების კომიტეტმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები განიხილა. სტუდენტებისთვის ქართული ენის ორსემესტრიანი სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო ხდება. პროექტში წერია, რომ საკანონმდებლო ცვლილებით სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ აიმაღლონ ქართული ენის ფლობისა და წიგნიერების დონე. ქართული ენის სწავლება უნივერსიტეტებში ნაციონალურმა მოძრაობამ გააუქმა.
