გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-11 გოლი გაიტანა
გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-11 გოლი გაიტანა. “ლიონი” - “ლანსის” შეხვედრაში 24 წლის ქართველმა ფორვარდმა 79-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა საბოლოოდ ის და მისი თანაგუნდელები 1-2 დამარცხდნენ. მიქაუტაძის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში 45 შეხვედრაში 17 გოლი და 11 საგოლე პასია. “ლიონი” კი საფრანგეთის ჩემპიონატში 54 ქულით მე-7 ადგილზეა.
