ლენტეხი ლას-დილის საავტომობილო გზის 91 კილომეტრზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად გარე სამყაროს სამი თემი მოწყდა
ლენტეხი ლას-დილის საავტომობილო გზის 91 კილომეტრზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად გარე სამყაროს სამი თემი მოწყდა. გზაზე ჩამოწოლილმა მიწის მასამ ერთი მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა, თუმცა არავინ დაშავებულა. მანქანაში მყოფებმა ავტომობილიდან გამოსვლა შეძლეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაო, რომელიც დღის ბოლოსთვის დასრულდება. მეწყერი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით ჩამოწვა.
