რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რუმინელთა გაერთიანების ალიანსის ლიდერმა, ჯორჯ სიმიონმა გაიმარჯვა
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რუმინელთა გაერთიანების ალიანსის ლიდერმა, ჯორჯ სიმიონმა გაიმარჯვა. ბიულეტენების ნახევარზე მეტის დათვლის შედეგად, მან დაახლოებით ხმების 41 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილს ბუქარესტის მერი იკავებს. პირველი ტურის ფავორიტი გამარჯვებას უკვე ზეიმობს და აცხადებს, რომ მოგების შემთხვევაში პრემიერ მინისტრის კანდიდატურად კელინ ჯორჯესკუს დაასახელებს
