რუმინეთის პრეზიდენტობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის
რუმინეთის პრეზიდენტობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის. არჩევების ფავორიტად წინასწარი სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით ულტრა მემარჯვენე ოპოზიციური პარტიის „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ ლიდერი, ჯორჯ სიმიონი მიიჩნევა. ეს რუმინეთში ბოლო 6 თვეში მეორე საპრეზიდენტო არჩევნებია. 2024 წლის ნოემბერში ჩატარებული პირველი ტურის შედეგად დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. მიზეზად ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დაასახელეს.