ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენ გურიონის აეროპორტზე ჰუსიტების სარაკეტო თავდასხმაზე რეაგირებისთვის საგანგებო სხდომა მოიწვია
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენ გურიონის აეროპორტზე ჰუსიტების სარაკეტო თავდასხმაზე რეაგირებისთვის საგანგებო სხდომა მოიწვია. ადგილობრივი მედიის ცნობით, კონსულტაციები ონლაინ რეჟიმში გაიმართება. შეხვედრაზე განიხილება პოტენციური რეაგირების გზები, მათ შორის ისრაელის მხრიდან იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე პირდაპირი დარტყმის განხორციელება.
