ფიცო: მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე ლიდერების უსაფრთხოება რუსეთის საქმეა
„მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე ლიდერების უსაფრთხოება რუსეთის საქმეა“,- ასე გამოეხმაურა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას, რომლის დროსაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა ვერ უზრუნველყოფს 9 მაისს მოსკოვში ჩასული ლიდერების უსაფრთხოებას. ფიცო მიიჩნევს, რომ ზელენსკის განცხადებაში მუქარის ტონი იყო.
