დინამო არენაზე ყველაზე მასშტაბურმა საქველმოქმედო გარბენმა სტარტი აიღო
დინამო არენაზე სტარტი აიღო ყველაზე მასშტაბურმა საქველმოქმედო გარბენმა. „ვორლდ რანი“ 6 კონტინენტის 194 ქვეყანაში ტარდება და რეგისტრაციის დროს შესული თანხა მთლიანად ზურგის ტვინით დაავადებულთა ფონდში ირიცხება. მსოფლიო გარბენი 2014 წლიდან ტარდება და მასში საქართველო ტრადიციულად აქტიურად არის ჩართული.
