მთაწმინდის პარკში სეზონი გაიხსნა
მთაწმინდის პარკში სეზონი გაიხსნა. დილიდან მიმდინარეობს სხვადასხვა გასართობი კულტურული, მუსიკალური აქტივობები. გარდა ტრადიციული ატრაქციონებისა და გასართობი ზონების, პარკი ვიზიტორებს წელს არაერთ სიახლეს უმზადებს, მათ შორისაა ახალი საბაგირო, ასევე ზედა სადგურზე გახსნილი კვების ზონა, 7 ახალი ობიექტით. ასევე, დღეიდან მთაწმინდის პარკში ყოველ შაბათ-კვირასა და დასვენების დღეებში ვიზიტორებისთვის მრავალ ფეროვანი გასართობი პროგრამა იქნება წარმოდგენილი.
