აპარნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო დღესასწაული „აპარნობა“ გაიმართა
მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში, აპარნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო დღესასწაული „აპარნობა“ გაიმართა. მოეწყო კულტურული და სპორტული აქტივობები. გაიმართა შეჯიბრი მკლავჭიდში, ცხენოსნობასა და ჭიდაობაში. გამარჯვებული სპორტსმენები სიგელებით, მედლებითა დაჯილდოვდნენ.
