რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და დროებით დევნილი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების მორიგი აქცია მიმდინარეობს
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და დროებით დევნილი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების მორიგი აქცია მიმდინარეობს. ბენეფიციარებს დილიდან წამყვანი კლინიკების პროფესიონალი სპეციალისტები უწევენ მომსახურებას. ამ დროისათვის უფასო სამედიცინო მომსახურება 400-მდე დროებით დევნილმა მოქალაქემ მიიღო. სამედიცინო აქციის მიზანია დევნილი ბენეფიციარების ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა.
