საფეხბურთო კლუბი „სლოვანი“, სადაც გურამ კაშია თამაშობს, სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა
საფეხბურთო კლუბი „სლოვანი“, სადაც გურამ კაშია თამაშობს, სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა. ბრატისლავის გუნდმა გუშინ საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტი „ჟილინა“ 4-3 დაამარცხა და ოქროს მედლები პირველობის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა. „სლოვანმა“ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეშვიდედ, არსებობის ისტორიაში კი 23-ედ მოიგო. კაშიას გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობა მცირე ტრავმის გამო არ მიუღია.
