ტეხასის სამხრეთ ნაწილში შესაძლებელია ახალი ქალაქი გაჩნდეს, რომლის მმართველიც ილონ მასკის კომპანია „სპეის იქსი“ იქნება
ტეხასის სამხრეთ ნაწილში შესაძლებელია ახალი ქალაქი გაჩნდეს, რომლის მმართველიც ილონ მასკის კომპანია „სპეის იქსი“ იქნება. გადაწყვეტილება ადგილობრივ დონეზე არჩევნების საშუალებით დღეს უნდა მიიღონ. მხარდაჭერის შემთხვევაში ახალ მუნიციპალურ ერთეულს, სასტარტო ბაზა დაერქმევა. შტატის მოსახლეობის ნაწილი ინიციატივას ნეგატიურად უყურებს, სკეპტიკურად განწყობილები მასკის კომპანიას გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებენ. 283 დარეგისტრირებული ამომრჩევლის უმეტესობა კომპანია „სპეიქ იქსის“ თანამშრომელია. მათმა დიდმა ნაწილმა პროექტს მხარი წინასწარ უკვე დაუჭირა.
