რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. არჩევნებში 11 კანდიდატი იღებს მონაწილეობას. ეს რუმინეთში ბოლო 6 თვეში მეორე საპრეზიდენტო არჩევნებია. 2024 წლის ნოემბერში ჩატარებული პირველი ტურის შედეგად დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. მიზეზად ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დაასახელეს.
