ჩრდილოეთ კორეა ძალის დემონსტრირებას განაგრძობს
ჩრდილოეთ კორეა ძალის დემონსტრირებას განაგრძობს. ფხენიანის სახელმწიფო მედიამ სატანკო ქარხნის კადრები გაავრცელა, სადაც უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული ტანკები ჩანს. საწარმო ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სხვა ოფიციალური პირებთან ერთად დაათვალიერა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა თანამედროვე ტანკების წარმოებას უდიდესი ტექნოლოგიური პროგრესი უწოდა.
