უნგრეთის პრემიერმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერს, ელის ვეიდელს ნდობა გამოუცხადა
უნგრეთის პრემიერმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერს, ელის ვეიდელს ნდობა გამოუცხადა. ვიქტორ ორბანი გერმანიაში მიმდინარე პოლიტიკურ ამბებს ეხმაურება. რამდენიმე დღის წინ, გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის მიერ ვეიდელის პარტია, ალტერნატივა გერმანიისთვის, ექსტრემისტულ ჯგუფად გამოცხადდა.
